пятница, 6 октября 2017 г.

IX დღის რეფლექსია

შევამოწმეთ ჩვენ ბლოგზე განთავსებული საქაღალდეები, გავაკეთეთ 3-4წუთიანი პრეზენტაცია ჩვენი თემის ირგვლივ.მივეცით ერთმანეთს პოზიტიური უკუკავშირი.პროექტებზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, ამ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროექტებზე მუშაობის დროს.

воскресенье, 1 октября 2017 г.

VIIIდღის რეფლექსია

განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. ფასილიტაციის რესურსების შექმნა, სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.განვიხილეთ დრაივზე ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება.აღნიშნულ მასალებს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

суббота, 30 сентября 2017 г.

VII დღის რეფლექსია

გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებას, თვითრეგულირების უნარის განვითარებას მოსწავლეებში, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. გავაკეთეთ პრეზენტაციის შაბლონი. 

воскресенье, 24 сентября 2017 г.

Viდღის რეფლექსია

ტრენინგზე გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების შესაბამის სლაიდებს, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები, გავუკეთეთ უკუკავშირი. გავეცანით შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმას და შევარჩიეთ ჩვენი თემისთვის შესაბამისი რუბრიკები. ტრენინგი იყო საინტერესო და დატვირთული. ნასწავლი აუცილებლად გამომადგება პროექტებზე მუშაობისას.

суббота, 23 сентября 2017 г.

Vდღის რეფლექსია

განვიხილეთ ინტერნეტი, როგორც საკომუნიკაციო საშუალება, ასევე როგორც რესურსი. განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშის შაბლონის გეგმა. გავეცანით, რა თანმიმდევრობით უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია. გავეცანით საავტორო უფლებებს. აღნიშნული საკითხები გამომადგება სასწავლო პროცესში.

четверг, 14 сентября 2017 г.

IV დღის რეფლექსია

გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს, შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომლებსაც გამოვიყენებთ ამ მეთოდებით შეფასებისას. ვფიქრობ, ძალიან საჭიროა სასწავლო პროცესში და გამოვიყენებ იმისათვის, რომ მოსწავლეთა შეფასება იყოს ობიექტური და გამჭვირვალე.

вторник, 12 сентября 2017 г.

III დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ პროექტის სტანდარტები, პროექტის მიზნები და შედეგები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. აღნიშნული საკითხები გამომადგება სასწავლო პროცესში პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

II დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყე პროექტის შესახებ თემების გაზიარებით, რასაც მოჰყვა ინტერაქცია და დისკუსია. გავიარეთ. სტატიის დაგეგმვის ჩეკლისტის შენახვა, გავეცანით ბუკლეტის გეგმის შაბლონებს, რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროექტების განხორციელების დროს.  დამოუკიდებლად შევქმენით ვორდში ბუკლეტები. თემები იყო ძალიან საინტერესო და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

суббота, 9 сентября 2017 г.

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანი ინტელის  ტრენინგის მიზანს. გავეცანი პროექტებით სწავლების ელექტრონულ სახელმძრვანელოს, მის მოკლე შინაარსს,  რესურსებს. გავეცანი საქაღალდის შექმნას და მასში ინფორმაციის შენახვას. გავეცანი ახალი ბლოგის შექმნას. ვფიქრობ,რომ ეს ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის გამდიდრებაში ინტერნეტ რესურსით.